Saturday, February 27, 2016

მეორე მოდულის რეფლექსია

  განვიხილეთ პროექტის იდეები,  გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმების ელექტრონულ პორტალს ncp.ge    მიმოვიხილეთ  პორტალი და ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში. პროექტიდან გამომდინარე შევარჩიე სტანდარტები, ინდიკატორები. ასევე გავეცანით  ბლუმის  განახლებულ ტაქსონომიას და საუკუნის სიტყვებს, რომლებსაც გამოვიყენებთ მიზნების განსაზღვრისთვის.


   მეორე დღეს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები. გავეცანით და განვიხილეთ  ზოგადი, თემატური და შინააარსობრივი კითხვების  ნიმუშები. ვივარჯიშეთ კითხვების შედგენაზე. ჩვენი პროექტისთვის შევიმუშავეთ კითხვები.
  გავეცანით შეფასებას,  გავეცანით შეფასების გაწერილ გეგმას. განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები.
 
   
     

Sunday, February 21, 2016

პირველი მოდულის რეფლექსია

 
      პროექტით სწავლების პირველი მოდული გაცნობით დავიწყეთ.  პროექტის მიმოხილვის შემდეგ გავეცანით გზამკვლევს,  ვისწავლეთ ბმულებში მუშაობა, პუბლიკაციის მომზადება და ვორდში აკრაფა, ცხელი კლავიშების გამოყენება. შევქმენით პორტფოლიო და ბლოგი.
      პროექტებით სწავლება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდას,  მოსწავლეებს განუვითარდებათ  შემოქმედებითი უნარები, პასუხისმგებლობისა და  ლიდერობის უნარები,  გახდებიან უფრო კრიტიკულად მოაზროვნენი, ისწალიან ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვებას, შემოქმედებითად გამოყენებას მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით.