Saturday, March 19, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

 დღეს  დავსრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,  გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია, ვისწავლეთ დრაივზე ატვირთვა და გამოქვეყნება.  გამოვაქვეყნეთ ჩვენი საქაღალდე ბლოგზე.
   ეს იყო ძალიან საინტერესო სასწავლო პროექტი, რომელსაც გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში.  
   

ჩემი პროექტის პორტფოლიო

მეცხრე დღეს დავახარისხეთ ჩვენი რესურსები და გავანაწილეთ შესაბამის  საქაღალდეში.

მეხუთე მოდული

      გავეცანით მეხუთე მოდულის შინაარს.  გავაკეთეთ მოსწავლეთა პრეზენტაციების განხილვა,  გავაკეთეთ უკუკავშირი. გავეცანით თვითშეფასების  რუბრიკებს, რომლის მიზანია გააკეტოს მასწავლებელმა რეფლექსია განმავითარებელი შეფასებით.  გავეცანიტ პროექტში გაბნეულ შფასების ფორმებს. გავეცანით tpdc.de/essentials/rubrics-  ვებ გვერდს, სადაც მოცემულია უამრავი ინფორმაცია  XXI-ე საუკუნის უნარების შესაფასებლად.





Friday, March 18, 2016

მეექვსე მოდული

    განვიხილეთ  მეექვსე მოდული.დავასრულეთ პრეზენტაციის შაბლონი, ავტვირთეთ Google Drive-ზე, ვისწავლეთ ატვირთვა, გაზიარება, გამოქვეყნება, ბლოგზე განთავსება.
 დაიგეგმა მოსწავლეთა წარმატების დამხმარე რესურსების შექმნა.

Saturday, March 5, 2016

მესამე მოდულის რეფლექსია

  I დღე
   დავწყვილდით,გავეცანით   და შევაფასეთ  ერთმენეთის პროექტების მონახაზებს, მოსწავლეთა საჭიროებების დადგენის ფორმებს. განვიხილეთ სასწავლო პროექტის მეშვეობით სტანდარტის მიღწევის საკითხები.
    გავაუმობესეთ პროექტის გეგმა.
    დავასრულეთ  დროში გაწერილი გეგმა.
    გავწერეთ შეფასების სტრატეგიები და რუბრიკები.
    განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების  წესები  განათლების სისტემაში.  ვისაუბრეთ ინტერნეტის გამოყენებაზე  კვლევაში,  კომუნიკაციასა და თანამშრომლობის სფეროში.
    ვისაუბრეთ ჩვენს პროექტში  ინტერნეტის გამოყენებაზე.
    დავგეგმეთ ინტერნეტ თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ინსტრუმენტების გამოყენება.


    II დღე

დღეს  განვიხილეთ ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენების მხარეები, საძიებო სტრატეგიები.  განვიხილეთ მოსწავლის ნაშრიმის მაკეტი, გადავანაწილეთ სლაიდებზე,   გავიხსენეთ PowerPoint-ში მუშაობა.
  შევისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა.
 დავათვალიერეთ პროექტებში მოსწავლის ნაშრომები.
  დავიწყეთ ჩვენი ნაშრომის შექმნა.

Saturday, February 27, 2016

მეორე მოდულის რეფლექსია

  განვიხილეთ პროექტის იდეები,  გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმების ელექტრონულ პორტალს ncp.ge    მიმოვიხილეთ  პორტალი და ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში. პროექტიდან გამომდინარე შევარჩიე სტანდარტები, ინდიკატორები. ასევე გავეცანით  ბლუმის  განახლებულ ტაქსონომიას და საუკუნის სიტყვებს, რომლებსაც გამოვიყენებთ მიზნების განსაზღვრისთვის.


   მეორე დღეს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები. გავეცანით და განვიხილეთ  ზოგადი, თემატური და შინააარსობრივი კითხვების  ნიმუშები. ვივარჯიშეთ კითხვების შედგენაზე. ჩვენი პროექტისთვის შევიმუშავეთ კითხვები.
  გავეცანით შეფასებას,  გავეცანით შეფასების გაწერილ გეგმას. განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები.
 
   
     

Sunday, February 21, 2016

პირველი მოდულის რეფლექსია

 
      პროექტით სწავლების პირველი მოდული გაცნობით დავიწყეთ.  პროექტის მიმოხილვის შემდეგ გავეცანით გზამკვლევს,  ვისწავლეთ ბმულებში მუშაობა, პუბლიკაციის მომზადება და ვორდში აკრაფა, ცხელი კლავიშების გამოყენება. შევქმენით პორტფოლიო და ბლოგი.
      პროექტებით სწავლება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდას,  მოსწავლეებს განუვითარდებათ  შემოქმედებითი უნარები, პასუხისმგებლობისა და  ლიდერობის უნარები,  გახდებიან უფრო კრიტიკულად მოაზროვნენი, ისწალიან ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვებას, შემოქმედებითად გამოყენებას მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით.